ოთარ დანელია სოფელ მეძიბნაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “გოდერძის” საქმიანობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის მეთაურ არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “გოდერძის” საქმიანობას გაეცნო.
როგორც სოფლის მეურნეობის განცხადებაშია ნათქვამი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში 4 მეპაიეა გაერთიანებული.
მათ გასულ წელს 20 ტონა კალმახის რეალიზაცია მოახდინეს ამჟამად კი კოოპერატივის სალიფსიტე ავზებში 350 000 ლიფსიტა ჰყავთ გაშვებული. კოოპერატივის საკუთრებაშია ლიფსიტის ინკუბატორი, ცოცხალი თევზის გადასაყვანი ავზი, მაცივარი, 8 საკალმახე და 2 სალიფსიტე აუზი.
ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია გლეხებთან და ფერმერებთან, თუ რა სიკეთე მოაქვს კოოპერატივს, რა შედეგი შეიძლება მიიღოს გლეხების გაერთიანებამ და არავითარ შემთხვევაში მისი ასოცირება არ მოხდეს საბჭოთა კოლმეურნეობასთან. „ასევე მნიშვნელოვანია კოოპერატივთა გამსხვილება. რადგან საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა. დღეისათვია 1062 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, აქედან აჭარაში -125 კოოპერატივი“-განაცხადა ოთარ დანელიამ.
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით კი, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარების შედეგად ძალიან დიდი ინტერესია სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერების მიმართულებით.
მუშავდება სახელმწიფოსგან ხელშემწყობი პროექტები. ქედის რაიონში უკვე 19 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი.
არსებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში კოოპერატივში გაერთიანება ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ფერმერებმა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და გადარჩენა შეძლონ.

11791824_932638300113383_2096647555_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები