დავით ნარმანია: ოლიმპიური ფესტივალის გახსნისთვის ყველაფერი მზადაა

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გეგმის მიხედვით გაიხსნას.
ნარმანია დარწმუნებულია, რომ თითოეული მაყურებელი კმაყოფილი იქნება. “მიმდინარეობდა ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები, აქ არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ პროგრამაზეა პასუხისმგებელი, აქ არიან ჩვენი სამსახურები, რომლებიც კეთილმოწყობის კუთხით მუშაობენ. ახლა ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის, რომ დღეს საღამოს დაიწყოს ღონისძიება. მართლაც ძალიან საინტერესო გამოდის, დარწმუნებულ ვარ, რომ თითოეული მაყურებელი იქნება კმაყოფილი“, – განაცხადა დავით ნარმანია. თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. “თბილისი 2015-ის” გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები