თინა ხიდაშელი: ისეთ მოტივაციით ვბრუნდები მგონია, მთებს გადავდგამ – ფოტოკოლაჟი
„ისეთი მოტივაციით ვბრუნდები მგონია მთებს გადავდგამ”, -ამგვარ კმაყოფილებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სადაზვერვო ქვედანაყოფების საველე სწავლებასთან დაკავშირებით გამოთქვამს და facebook-ზე ასეთ სტატუს აქვეყნებს:
„პრაქტიკულად ყოველი დღე ასეთია ქართულ ჯარში. სწავლება საკლასო ოთახებში, ბანაკებში, ტყეში… მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ ამ ბიჭებს უფრო მომზადებული, უკეთ აღჭურვილი ემსახურონ საქართველოს თორემ შემართება, მონდომება, ქვეყნის სიყვარული და გული უზარმაზარი აქვთ წავალ მორიგ სწავლებაზე, გავატარებ მათთან რამდენიმე საათს, გავესაუბრები, მოვუსმენ და ისეთ მოტივაციით ვბრუნდები მგონია მთებს გადავდგამ“, – წერს მინისტრი და საველე სწავლებაზე დასწრების რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.