61 წლის ქალი სახლს პროსტიტუციისთვის აქირავებდა

 შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1953 წელს დაბადებული ნელი ხ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ნელი ხ. გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი ბინის ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდა. იგი ასევე ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში.
სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით ოთხი ქალბატონი დაჰკითხეს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები