„სილამაზეში არის ბოროტება, გამარჯვებული ბრძოლა კი წაგებულია“ – რომის თეატრმა ფესტივალი „მაკბეტით“ დახურა – ვიდეო
ფესტივალის ბოლო დღეს, ფოთის თეატრმა იტალიის, ქალაქ რომის Associozione Teatro delle Ombre-ს უმასპინძლა. იტალიელებმა უილიამ შექსპირის პიესის „მაკბეტის“ ახალი ვერსია წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი დანიელა სკატინაა, კოსტიუმების და სცენის დიზაინი კატია ტიტოლოს ეკუთვნის, განათება – დანილო საკოს, კომპოზიტორი და მუსიკა CD ვარიაციები.
როგორც თეატრის წარმომადგენლები ამბობენ, – „ამ ტრაგედიის სამ პერსონაჟამდე შემცირების გადაწყვეტილება (მაკბეტი, ლედი მაკბეტი და მასხარა) გამომდინარეობს ჩვენი აზრიდან, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება სინთეზზე და, ამასთანავე, დიდი ეპოსის ატმოსფეროს შენარჩუნება“.
შეგახსენებთ, რომ 15-დან 25 ივლისის ჩათვლით ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლებმა საზოგადოებას არა მარტო გააცნეს საკუთარი შემოქმედება, არამედ მათ მოინახულეს და უკეთ გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint. ფესტივალი საზეიმოდ დღეს საღამოს ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურება, სადაც შესრულდება ქართული და უცხოური კინო და მიუზიკლებიდან კომპოზიციები.