“ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს“

  ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ანაგარიშგასაწევია.
“დიდი ხანია, მინდოდა აქ მოსვლა და თქვენთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა. ეს არის თქვენთან ჩემი პირველი შეხვედრა პრემიერის რანგში. მე მიმაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ანაგარიშგასაწევია. პირადად ჩემთვის კი, ყველაფერთან ერთად, ძალიან საინტერესოც არის. სულ ცოტა ხნის წინ მეც ამ კედლებში ვსწავლობდი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ვღელავ. სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, კრიტიკული აზროვნება, უკომპრომისობა, მე ვიტყოდი, ყველაზე მეტად თქვენ გახასიათებთ”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები