“საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკური გლობალაზაციის დონე”
“საზოგადოება 20/30 წევრი’’ ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის საკითხებში გიროგი ეზუგბაიას შეფასებით, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკური გლობალაზაციის დონე. ,,პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანას ეხსენება შესაძლებლობა მკვეთრად გაზარდოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით (დაახლოებით 9% გაზრდის საქრთველოს ექსპორტს ჩინეთში) და მიშვნელოვად შეუწყოს ხელი ჩინური ინვესტიციების მოზიდვას. ხორციელდება საგრანტო დახმარება, როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებაში, ასევე საქართველოს უკვე საჩუქრად გადაეცა 11 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკა’’.
ეზუგბაიას გნაცხადებით, ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყან. ხელშეკრულების გაფორმება კი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს გაზარდოს სატრანსპორტო მიმოსვლა, გააუჯობესოს ლოჯისტკა და უფრო მეტად განავითაროს ტურიზმი ქვეყანაში.
,,ხელშეკრულების გაფორმება არ მოახდენს იპორტის მნიშვნელოვან ზრდას და ადგილობრივი წარმოების შეფერხებას. ყველა ეფექტის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს მისცემს ეკონომიკურ პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის დეტალები, რომლებიც კორექტირებას საჭიროებს უკვე გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებში სხვა ქვეყნებთან, მაგ: როგორიცა მეზობელი თურქეთი თუ სხვა’’-აღნიშნავს ეზუგბაია.
ექსპერტის აზრით, ჩინეთის უპირველეს დაინტერესებას წარმოადგენს ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით ევროპაზე გადის და იმ ახალი აბრეშუმის გზის ამოქმედება, რომლის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება.
დღეს “პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა” პრეზენტაცია გამართა, რომელიც “საქართველო-ჩინეთს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტებს’’ მიეძღვნა.