ბარსენლონა – სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთები ebay-ზე 1000 დოლარად იყიდება

ფეხბურთში ევროპის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები ინტერნეტ-მაღაზია ebay-ზე 1000 დოლარად იყიდება.
მატჩი 11 აგვისტოს თბილისში გაიმართება. თავდაპირველად ბილეთებს ელექტრონული წესით საიტი biletebi.ge ყიდდა, თუმცა შემდეგ საიტმა მომხმარებლის დატვირთვას ვერ გაუძლო და გაიჭედა, ხოლო ბილეთების გაყიდვა სალაროებში გადაწყდა.
ბილეთების ფასი ადგილის მიხედვით 15, 30 და 70 ლარს შეადგენდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენჯერმე მოუწოდა მოსახლეობას, რომ ბილეთების გადაყიდვა არ მომხდარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები