ფოთის რეგიონალური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასი: „ალუბლის ბაღი. მონოპერფომანსის პრაქტიკა“ გაიმართა – ფოტო , ვიდეო
დღეს ფოთის თეატრში მასტერკლასი „ალუბლის ბაღი. მონოპერფომანსის პრაქტიკა“ გაიმართა, რომელიც ბელორუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და პედაგოგმა ანდრეი სავჩენკომ ფოთის რეგიონალური საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე თეატრების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა. ფსიქოფიზიკური ტრენინგი, რომელიც იაპონური ჰაიკუს ფორმას ეფუძნება, გამორჩეული მეთოდია ერთი მსახიობის სპექტაკლის შესაქმნელად, სადაც ძირითადი აქცენტი მონოლოგზე, ტექსტზე, ფორმის არსებობაზე კეთდება.