თაკო შაშიაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში მხატვარ თაკო შაშიაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.

გამოფენაზე, მხატვრის ნამუშევრების გარდა, წარმოდგენილია ნიღბები და აქსესუარები.

გამოფენა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, მხატვრის ვორკშოპებს დაესწრონ და თავადაც მიიღონ მონაწოლეობა ამ აქტივობაში.

ვორკშოპები ყოველდღე 20:00 საათზე დაიწყება.

მხატვარი თაკო შაშიაშვილი 1971 წლის 4 აგვისტოს თბილისში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. 1995 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის სპეციალობით დაამთავრა.

მონაწილეობდა ჯგუფურ და რესპუბლიკურ გამოფენებში: საქართველოში, პოლონეთში, გერმანიაში და იაპონიაში. ნაწილი ნამუშევრებისა ინახება კერძო კოლექციებში.

2000 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი. რეგულარულად მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენებში.

1988 წ. – პირველი პერსონალური გამოფენა გამომცემლობა “მერანის” საგამოფენო დარბაზში; 2001 წ. – ნიღბების გამოფენა ჟურნალ “ომეგას” საგამოფენო დარბაზში; 2002წ. – პერსონალური გამოფენა ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზში; 2003 წ. – მხატვრული ნიღბების გამოფენა-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს რეზიდენცია თბილისში; 2003 წ. – გამოფენა სათაურით: „ქართული სახვითი შექსპირიანა” -სურათების ეროვნულ გალერეაში (ნიღბები: “რომეო და ჯულიეტა” და ასევე საკარნავალო ნიღბები); 2005 წ. – პერსონალური გამოფენა გალერეა “TMS” ; 2005 წ. – პერსონალური გამოფენა გაეროს სახლში; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა „ქარვასლაში“; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა ამერიკის საელჩოში; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა “TMS” ; 2008 წ. – გამოფენა ღია ცის ქვეშ; 2008 წ. – პერსონალური გამოფენა თელავში, ქ. იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში; 2009 წ. – პერსონალური გამოფენა გალერეა “ჰობი”.

11128922_1428843034112749_337510666_n

11759020_1428843037446082_914300767_n

11770672_1428843050779414_1582469510_o

11774563_1428843054112747_16383173_n

11777980_1428843030779416_577669223_n

11778181_1428843020779417_354362741_n

11783819_1428843054112747_16383173_o

11791255_1428843057446080_818450843_o

11791604_1428843027446083_540437438_n

11798022_1428843014112751_1889367767_n

11798237_1428843047446081_1492954835_n

11798544_1428843040779415_374189151_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები