დავით ჯალაღანიამ საქართველოში ერაყის რწმუნებულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ, ქალბატონ პოლინ გორჯეს ტომასთან, საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ერაყს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებზე და განიხილეს შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ერაყის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს ერაყსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.