ჯაზფესტივალი GEORGE CLINTON & PARLIAMENT FUNKADELIC – ის კონცერტით გაიხსნა
ბათუმში შავი ზღვის რიგით IX ჯაზფესტივალი GEORGE CLINTON & PARLIAMENT FUNKADELIC – ის კონცერტით გაიხსნა.
ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ-მუსიკოსია, რომლის კარიერაც ბენდ – The Parliaments-თან ერთად დაიწყო, მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი I Wanna Testify 1967 წელს შეიქმნა.
კლინტონი ასევე იყო ჯგუფების: P-Funk-ისა და Funkadelic-ის ლიდერი. 80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლო კარიერა დაიწყო. დღეს ის თანამედროვე ურბანული მუსიკის „მამად“ მოიაზრება. ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად, მას მიიჩნევენ ფანკ-მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. Ain’t nothin’ but a party მისი საყვარელი ფრაზაა.