კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ფასის მატებას თბილისშიც არ გამორიცხავს
ელექტროენერგია არის ყველასთვის კორექტირებული და ვვარაუდობ, რომ დედაქალაქშიც ანალოგიურად მოხდება კორექტირება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი შესასყიდი ელექტროენერგიის საფასურია.
“დედაქალაქში ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებს „თელასი“. რეგიონებში, გარდა კახეთისა – “ენერგო პრო ჯორჯია”, კახეთის მოსახლეობისთვის კი – კახეთის სადისტრიბუციო კომპანია. ელექტროენერგია არის ყველასთვის კორექტირებული და ვვარაუდობ, რომ დედაქალაქშიც ანალოგიურად მოხდება კორექტირება”, – განაცხადა კახა კალაძემ.