„ჩარეცხილები“ ფოთის თეატრის სარდაფში

ფოთის საერთაშორისო რეგიონალური თეატრების ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის, „ფოთის თეატრის სარდაფში“ სპექტაკლ „ჩარეცხილების“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლი სლავომირ მროჟეკის “ემიგრანტების” მიხედვით პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეჟერსკიმ დადგა. სპექტაკლში მსახიობები: რამაზ იოსელიანი და გიორგი სურმავა მონაწილეობენ. სცენოგრაფი თამარ ოხიკიანია.
სპექტაკლი ინტელიგენტ და გლეხ ემიგრანტზეა, რომლებსაც თავინთი ცხოვრება აქვთ, მიზანი კი ერთი, სამშობლოში დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

11725301_885858201463233_88753394_o

11780155_885858214796565_1799220787_o

11783697_885858198129900_1545095790_o

11790128_885858144796572_201320687_o

11187826_885962594786127_2071887157_o

11770199_885962561452797_546032426_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები