ფესტივალის მერვე დღე ჭიათურის თეატრმა პრემიერით დაასრულა – ვიდეო

ფესტივალის მერვე დღე მესამე პრემიერით დასრულდა. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა იასმინა რეზას პიესის „ომის ღმერთი“ მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინა. ინსცენირების ავტორი თამაზ გოდერძიშვილია, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე.11770306_885842201464833_961181868_o
მსოფლიოში ცნობილი ფრანგი დრამატურგის – იასმინა რეზას პიესა არაერთელ განხორციელებულა წამყვანი თეატრების სცენაზე. მისი ინსცენირება თამაზ გოდერძიშვილმა საგანგებოდ გააკეთა ჭიათურის თეატრისთვის.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

11770493_885842194798167_1755405049_o

11783955_885842124798174_628998850_o

11790328_885842114798175_1054177052_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები