“ორთაჭალჰესის“ ფარებთან ჩაშვებული სახლართი ბადეები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე „ორთაჭალჰესის“ ფარებთან ჩაშვებული სახლართი ბადეები აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ადგილის დათვალიერებისას ნაპოვნი იქნა ოთხი ერთეული სახლართი ბადე. ჰესის ტერიტორიაზე ნებისმიერი მოწყობილობით თევზჭერა აკრძალულია. ფაქტი შემდგომი მოკვლევისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს. გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს გარემოსდაცვითი ნებისმიერი კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ დეპარტამენტის „ცხელ ხაზზე“: 153.