პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე იმსჯელეს
ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური გუნდის სამუშაო შეხვედრაზე. ამის შესახებ “კვირას” მტავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა სააქციო საზოგადოება “თელასმაც”.