კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვისაც გაიზრდება.
როგორც კალაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, “სემეკი” იმსჯელებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ალბათ, “თელასის” ტარიფების კორექტირებაც მოხდება.
“მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად “თელასის” ტარიფებსაც, თუმცა, ვვარადუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება ტარიფის გაზრდა, რადგან შესასყიდი ეელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, ეს არის ის, რაც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, რომ ჩვენ არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული”,- განაცხადა კალაძემ.
დღეს, “სემეკმა” მიიღო გადაწყვეტილება “ენერგოპრო ჯორჯიას” განაცხადზე და კომპანიის მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ.
როგორც ცნობილია, დღესვე, “თელასმა” მიმართა “სემეკს” სატარიფო განაცხადით.