ფოთის რეგიონალური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასი – „ალუბლის ბაღი. მონოპერფომანსის პრაქტიკა“ გაიმართება

24 ივლისს 17:00 საათზე, ფოთის თეატრში მასტერკლასი – „ალუბლის ბაღი. მონოპერფომანსის პრაქტიკა“ გაიმართება. მასტერკლასს ბელორუსი რეჟისორი, მსახიობი და პედაგოგი ანდრეი სავჩენკო ფოთის რეგიონალური საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე თეატრების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს. ფსიქოფიზიკური ტრენინგი, რომელიც იაპონური ჰაიკუს ფორმას ეფუძნება, გამორჩეული მეთოდია ერთი მსახიობის სპექტაკლის შესაქმნელად. ძირითადი აქცენტი მონოლოგზე, ტექსტზე, ფორმის არსებობაზე გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები