21-26 ივლისს „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში ჯაზის დღეები გაიმართება
ბათუმში ”ჰით ბათუმის 2015” პროექტი გრძელდება. 21-26 ივლისს ზღვისპირა ქალაქში ჯაზის დღეები გაიმართება.
ჯაზის დღეებმა ბათუმის კოლონადებთან სტარტი 21 ივლისს, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით აიღო. კონცერტს, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო, 2 საღამო დაეთმო.
23-26 ივლისს კი შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება. ბათუმი არის აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქალაქი, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ბათუმის ჩოგბურთის კორტები George Clinton & Parliament Funkadelic, Liv Warfield და Lisa Stansfield-ს კონცერტებს უმასპინძლებს. საფესტივალი კლუბში კი ბათუმელებსა და მათ სტუმრებს GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS DJ RAYDAR ELLIS-თან ერთად დაუვიწყარი საღამოები ელით.