დუმბაძისეული ტკივილი და სევდანარევი ღიმილი ფოთის თეატრის სცენაზე – ვიდეო

დღეს ფოთის თეატრში პრემიერების დღეა. მაყურებელმა პირველი პრემიერა ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „სისხლი“ ნახა, რომელიც რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგა. მთავარი როლის შემსრულებელმა ზურაბ ცინცქილაძემ და სპექტაკლის გმირებმა გურული იუმორით სავსე დუმბაძისეული ხასიათი მაყურებლამდე განსხვავებული რაკურსით, ტკივილითა და სევდანარევი ღიმილით მიიტანეს. სპექტაკლის მხატვარი მაია სხირტლაძეა, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი ლილი ქინქლაძე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა.
ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

11693243_885623661486687_94858906_n

11751261_885623648153355_1692042079_n

11787247_885623658153354_1950633249_n

11793435_885623538153366_2123009675_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები