თაკო შაშიაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ხვალ, 23 ივლისს 19:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, მხატვარ თაკო შაშიაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.
თაკო შაშიაშვილის პერსონალური გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება.
“ხვალ, აღმაშენებლის 136 ნომერში ჩემი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენის ფარგლებში მსურველებს შეგიძლიათ თავად დახატოთ, მხატვრის დახმარებით და თან წაიღოთ თქვენი ნამუშევარი. თქვენ ადგილზე დაგხვდებათ ხატვისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ინვეტარი. გაკვეთილის საფასური იქნება 30 ლარი. გაკვეთილი დაიწყება ხუთშაბათსა და პარასკევს 20:00 საათზე, შაბათს კი, 18:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში”, – განუცხადა “კვირას” თაკო შაშიაშვილმა.
თაკო შაშიაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1971 წლის 4 აგვისტოს მხატვრების ოჯახში. 1995 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის სპეციალობით დაამთავრა.
მონაწილეობდა ჯგუფურ და რესპუბლიკურ გამოფენებში: საქართველოში, პოლონეთში, გერმანიაში და იაპონიაში. ნაწილი ნამუშევრებისა ინახება კერძო კოლექციებში.
2000 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი. რეგულარულად მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენებში.
1988წ. – პირველი პერსონალური გამოფენა გამომცემლობა “მერანის” საგამოფენო დარბაზში; 2001წ. – ნიღბების გამოფენა ჟურნალ “ომეგას” საგამოფენო დარბაზში; 2002წ. – პერსონალური გამოფენა ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზში; 2003 წ. – მხატვრული ნიღბების გამოფენა-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს რეზიდენცია თბილისში; 2003 წ. – გამოფენა სათაურით: ქართული სახვითი შექსპირიანა” -სურათების ეროვნულ გალერეაში (ნიღბები: “რომეო და ჯულიეტა” და ასევე საკარნავალო ნიღბები); 2005 წ. – პერსონალური გამოფენა გალერეა “TMS” ; 2005 წ. – პერსონალური გამოფენა გაეროს სახლში; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა ქარვასლაში; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა ამერიკის საელჩოში; 2007 წ. – პერსონალური გამოფენა “TMS” ; 2008 წ. – გამოფენა ღია ცის ქვეშ; 2008 წ. – პერსონალური გამოფენა ქ. თელავში, ქ.იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში; 2009 წ. – პერსონალური გამოფენა გალერეა “ჰობი”.
R