გენმოდიფიცირებული საკვების წარმოების და გამოყენების სავალალო შედეგები ფოთის თეატრში – ვიდეო

დღეს, ფოთის თეატრში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლი „გენმოდიფიკაცია“ წარმოადგინა. სპექტაკლის მხატვარი ნათია ბერიძეა, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი – სოსო ნემსაძე.
სპექტაკლი ასახავს გლობალურ პრობლემას, გენმოდიფიცირებული საკვების წარმოების და გამოყენების სავალალო შედეგებს. სპექტაკლის გმირები გენშეცვლილი საკვების მიღების შემდეგ დაინფიცირდებიან ვირუსით, რომელიც გადამდებია. ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ დაავადებულ ადამიანებს ერთ შენობაში მოუყაროს თავი და დახოცოს, რათა დაიზღვიონ სხვათა და საკუთარი სიცოცხლეც. მაგრამ ამ პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლნი თავადაც აღმოჩნდებიან. ამ ფონზე კარგად ჩანს „პატარა“ ადამიანების ხასიათები, რომლებიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი პირად სარგებელზე ფიქრობენ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

11778840_885236241525429_478088795_o

11780256_885236234858763_1814503681_o

11780321_885236221525431_1300547326_o

11783473_885236238192096_2143795562_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები