„ქორწინება“ – კიდევ ერთი ანშლაგი ფოთის თეატრში – ვიდეო

შუახნის მოხელე ჰოდკოლიოსინს მაჭანკალი ქალი ვაჭრის ქალიშვილზე, აგაფიაზე დაქორწინებას სთავაზობს. ჰოდკოლიოსინს თითქოსდა სურს აგაფიაზე დაქორწინება, მაგრამ, ამავე დროს, ფეხს ითრევს. საქმეში ერთვება მოხელის მეგობარი, ვინმე კოჩკარიოვი. ეს დაუდეგარი ხასიათის კაცი იმდენს მოახერხებს, რომ მრავალრიცხოვან სასიძოებს ჩამოაშორებს აგაფიას და საპატარძლოს ჰოდკოლიოსინის სასიკეთოდ განაწყობს. საქმე გაჩარხულია – აგაფიაც თანახმაა ქორწინებაზე და ჰოდკოლიოსინიც, მაგრამ გადამწყვეტ ჟამს…
ფესტივალის მეექვსე დღე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რეჟისორ ლაშა შეროზიას სპექტაკლით „ქორწინება“ დახურა. სპექტაკლის მხატვარი თამარ ჭავჭანიძეა, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი ირაკლი ჩიჩუა.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

899161_884967754885611_956352148_o

11760585_884967771552276_1767672332_o

11783697_884967774885609_1225925686_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები