„აურზაური არაფრის გამო“ ფოთის თეატრში – ვიდეო
დღეს ფოთის თეატრი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს მასპინძლობდა, რომელმაც უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით, რეჟისორ ლევან ხვიჩიას დადგმული სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ წარმოადგინა.
სამყაროს განვითარებასთან ერთად ჩვენთვის, მომხდარი მოვლენების მნიშვნელობაც იცვლება. ჩვენ, ყოველდღიურად, ამ მოვლენების მონაწილენი ვართ. ჩვენი მიდგომა, როგორც ჩვენი რეაქცია, განსხვავებულია. ხშირ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობის, რადიკალური ქმედებების და რაც მთავარია, მოვლენის არასწორად აღქმის გამო, წარმოიშობა აურზაური: ვინ იცის, იქნებ აჯობებს, რომ სწორედ აღვიქვათ და კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს?! შემდეგ სწორი დასკვნა გამოვიტანოთ და ავიცილოთ არაფრის მომცემი აურზაური, რაც მთავარია, ავიცილოთ ლაღად და საღად.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა.
ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.