„მიტოვებული სადგურის მაცხოვრებლები“ ფოთის თეატრში – ვიდეო

გმირები ერთ–ერთი სადგურის მაცხოვრებლები არიან. ისინი ერთად – ყოფილი სადგურის უფროსი, დათვების მომთვინიერებელი, ციხიდან გამოსული დირიჟორი და სიყვარულის მაძიებელი ქალი სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ მიტოვებულ სადგურში. ისინი მატარებლიდან გადმოგდებული ნარჩენებით იკვებებიან. ერთ დღეს მატარებლიდან დიდ სკივრს გადმოაგდებენ, საიდანაც ცნობილი ილუზიონისტი გარი ნასვამ მდგომარეობაში ამოვა. სადგურის „ახალი წევრი“ სურვილების ასრულებას იწყებს… კომედიისთვის დამახასიათებელი იუმორისა და ღიმილისმომგვრელი დიალოგების პარალელურად, სპექტაკლი მაყურებელს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე მიანიშნებს.
mtavari2
რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე დღე მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რეჟისორ იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „მატარებელი მოდის“ დახურა. სპექტაკლის მხატვრები ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი არიან, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი – სანდრო ნიკოლაძე.

mtavari3
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
mtavari4

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.
mtavari5
mtavari6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები