„დაღუპული თაობა – პასუხი მოვა?!“ – ვიდეო

„ნაკოლკები“ ყელამდე, განდონები ფერადი“; “მალე, სულ მალე მოიხარშება წამალი და მალე, სულ მალე შავ-თეთრი უღიმღამო გარემო, ათას ხალისიან ფერად შეიღებება…” – ასე ჟღერდა სინამდვილე არც ისე შორეულ წარსულში.
აფხაზეთის ომი ახალი გადავლილია, დაკარგული ტერიტორია გულზე მძიმე ლოდივით აწევს ქართველობას. დამარცხებული ქვეყანა დღესაც მონუსხულივით უყურებს ცხოვრებიდან სცენაზე გადატანილ ამბავს მებრძოლი ბიჭების შესახებ და სულგანაბული ელოდებოდა დასასრულს.
სპექტაკლში სამი მეგობარია, რომელთა ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ტიპურია იმ მოვლენების ფონზე, რაც სპექტაკლში ხდება. ნარკოტიკითა და ალკოჰოლით გაბრუებული ინტელექტუალური ახალგაზრდები მთელი სპექტაკლის მსვლელობისას ცდილობენ საკუთარი თავისგან გაქცევას, მაგრამ ამ გაქცევაშიც არის რაღაც რომანტიკული და ამაღელვებელი, თუმცა ხვდებიან, რომ „გზა ნანატრ საქართველომდე სისხლიანია…“
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, ლაშა თაბუკაშვილის პიესის: „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ მიხედვით დადგმული, ამავე სახელწოდების სპექტაკლით წარდგა. სპექტაკლის რეჟისორი ლევან სვანაძეა, მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან ციციშვილი, ქორეოგრაფი – სოფიკო ბურდულაძე, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებლები – ნიაზ დიასამიძე და გოგიტა მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

11748522_884342251614828_903646700_n

11753824_884342064948180_792453198_n

11759549_884342391614814_513187087_n

11774275_884341951614858_2000241675_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები