შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1984 დაბადებული გიგა მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 134 ცალი საბრძოლო ვაზნა და „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 1 ცალი ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები