გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.
მინისტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც მაჟორიტარ დეპუტატთან მალხაზ წერეთელთან ერთად, შუქრუთის მაღარო დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო. გიგლა აგულაშვილის განცხადებით ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გარემოს ხარჯზე. მინისტრმა სოფლების – მღვიმევისა და რგანის ღია კარიერიბიც მოინახულა.
დღესვე გიგლა აგულაშვილი „ჯორჯოან მანგანეზისა” და ადგილობრივი მუინიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოსიმინა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ორი საათინ განმავლობაში გაგრძელდა, სადაც სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. კომისია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და „ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები