სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის პირველადი მონაცემების პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასტუმრო „თბილისი მარიოტში”, 13 ივნისის სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალისა და დანაკარგების შესახებ პირველადი მონაცემების პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაცია მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე მოწვეულმა ექსპერტებმა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეკომენდაციები წარმოადგინეს. მთავრობის წევრებთან ერთად, რეკომენდაციების საფუძველზე ექსპერტები საბოლოო დოკუმენტაციას თვის ბოლომდე წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები