თბილისში მომხდარ ტრაგედიას 2 ადამიანი ემსხვერპლა – ფოტოკოლაჟი

გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.
,,მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველივე წუთებიდან სამაშველო სამსახური ადგილზეა მობილიზებული. გამოვიძახეთ კონსტრუქტორები და დამატებითი ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ ამ სადარბაზოების მდგრადობის საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდევ არ მივიღოთ მსხვერპლი. ჩვენი ინფორმაციით, ორი ადამიანი ჯერ კიდევ იძებნება. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია და გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში, სადაც უტარდებათ მკურნალობა. ჯანდაცვის მინისტრი უშუალო მეთვალყურეობას უწევს მათ. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

11705150_536827659804934_4655572990038885525_n 11751467_536826896471677_4956224341959245092_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები