დავით სერგეენკო – აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონების მდგომარეობა კრიტიკულია
გლდანში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი გოგონას მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი მათგანი დამწვრობის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ. მეორეს კი ქალა ტვინისა ტრავმა და სხვა მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
დაშავებულების მდგომარეობით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაინტერესდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ორი დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს კი გადაიყვანენ დამწვრობის ცენტრში.
სერგეენკოს თქმითვე, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
სერგეენკო აფეთქების შედეგად დაზარალებული დანარჩენი ორი მოქალაქის მონახულებასაც აპირებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორივე დაზარალებული ორსულია, რომელთაც დაზიანება არ ჰქონიათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მაინც გაევლოთ.
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, 29 წლის გოგონას აღენიშნება მთელი სხეულის უნივერსალური დამწვრობა. „სუნთქვითი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი. ამ წუთას სრულდება კვლევა და პაციენტი გადაჰყავთ დამწვრობის რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ქაშიბაძემ.