გლდანის გამგებელი: კორპუსში შიდა ნგრევა მოხდა
თბილისში, გლდანის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა, – ამის შესახებ „კვირას“ გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მე-6 მიკრორაიონის მე-4, მე-5 და მე-6 სართულზე შიდა ნგრევა მოხდა. ორი ადამიანი, ერთ ქალი და ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ექვსი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში საცხოვრებელ კორპუსში დათვალიერება მიმდინარეობს. რაც შეეხება ზარალს, გლდანის გამგეობა დაზარალებულებს დაეხმარება.
საცხოვრებელი კორპუსის შიდა აფეთქება გაზის ბალონმა გამოიწვია“, – განაცხადა გამგებელმა.