პრემიერი კარასინი-აბაშიძის ფორმატზე: არავითარი ფორმატის გაფართოება არ იგეგმება

„ამ ეტაპზე არავითარი ფორმატის გაფართოება არ იგეგმება“,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის ფორმატი. ასე რომ, ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გაფართოებას და გადახედვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში გაფართოებული შემადგენლობით ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები