გიგლა აგულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია II – ს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II – ს შეხვდა.
როგორც “კვირას“ გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ქალაქის გამწვანების საკითხზე იმსჯელეს. გიგლა აგულაშვილმა და ილია II -მ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებთან სანერგეების შექმნის საკითხებიც განიხილეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საპატრიარქოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები