ზუგდიდის მუნიციპალეტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ბაქრაძემ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯომარემ გიორგი მიშელაძემ მათ სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით“ წარუდგინა.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა და მოიცავს თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა.
დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე კოოპერატივს შეეძლება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500- ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული.
მან ასევე ისაუბრა კოოპერაციის მნიშვნელობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე ესწრებოდა.