კახეთში, გაუპატიურებაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა
კახეთში, თელავის რაიონში, შუახნის მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი იმ 17 წლის ბიჭის მამაა, რომელმაც თანასოფლელი, 13 წლის მოზარდი გააუპატიურა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულმა ამბავმა მასზე უარყოფითად იმოქმედა და, სავარაუდოდ, ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ცოლთან გაყრილი იყო.
გარდაცვლილს ბანკის ვალები ჰქონდა და ალკოჰოლურ სასმელსაც ხშირად ეტანებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.