ძაძამია-ხარშილაძის პროცესზე დღეს ჟვანიას მეუღლე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე ყოფილი პრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძე დაიკითხება.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ გააცნო.
პროკურორის თქმით, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ბრალდების მხარე შეეცდება, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათისთვის დაიწყო, რომელსაც თავად ბრალდებულებიც ესწრებიან. საქმის განხილვა კი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გრძელდება. ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძესა და ასევე დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები