ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულების პროცესი დღეს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათისთვის ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვა გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს. პროცესი დღეს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით წარიმართება, რომელთა ჩართვაც საქმეში თავად ბრალდებულებმა მოითხოვეს. მათ ვერდიქტი ერთ თვეში უნდა გამოიტანონ.
ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძესა და ასევე დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები