ზურაბ აბაშიძე: ის, რაც ხდება, ამის გვერდის ავლა არაფრით არ გამოვა

„ის, რაც ხდება, ამის გვერდის ავლა არაფრით არ გამოვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კრასინთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს პრაღის ფორმატში იგი აუცილებლად წამოწევს.
„საკითხი ჩემი მხრიდან აუცილებლად იქნება წამოწეული. ის, რაც მე თვითონ ვნახე, ის, რაც ხდება, ამის გვერდის ავლა არაფრით არ გამოვა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ არ დაველაპარაკოთ, დავხუროთ, შევწყვიტოთ. რეალობა ისეთია, რომ ასე არ გამოდის. ასეთი მიდგომა აბსოლუტურად ჩიხურია. ახალი ფორმატის შექმნას კარგი მოფიქრება სჭირდება“, – აღნიშნა აბაშიძემ.
ქართული დელეგაცია პრაღაში დღეს მიემგზავრება, სადაც ხვალ აბაშიძე -კარასინის ფორმატში გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა გაიმართება.
ცნობისთვის: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები