კახეთში 17 წლის ბიჭმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა

კახეთში 17 წლის ბიჭმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. არასრულწლოვანი გოგონა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. აღნიშნული შემთხვევა თელავში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები