ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად დაკისრებული ყველა ვალდებულება. გამოიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება”, – განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები