ბათუმში ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარს მიაკვლიეს

დღეს, გამთენისას ბათუმში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყეს.
შემთხვევა რესტორან “აჭარული სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ხიდიდან მეგობართან ერთად გადახტა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები