თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ჭონქაძის, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, არსენას, ბესიკის, კრავეიშვილის, ჩიტაძის და ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ზაქრაძის, მახალდიანის, ლალიონის, ტყეკულტურის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, ღუდუშაურის, კელაპტრიშვილის, მუშათა, არგვეთის და მანგლისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საქნავთობის დასახლების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონის, იყალთოს, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რიწის, 8 მარტის, თვალჭრელიძის, მესხის, ცხემის, ბორბალოს, ტარიელის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, ფიფიას, შანავას და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები