თინათინ ხიდაშელი: რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია

ჩვენი სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პირობებში, რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხებოდა.
როგორც მინისტრმა გადაცემა “ქრონიკაში” განაცხადა, საქართველოს პოზიცია და ქვეყნის ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობიანი პოლიტიკა, მტკიცეა და უცვლელი.
“დღეს ქართული სახელმწიფო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ახორციელებს და შესაბამისად, არავითარ სამხედრო რისკებზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხში ძალიან მყარი და მტკიცეა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები