თინა ხიდაშელი: ველოდებით პოლიტიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობისგან

2008 წლის აგვისტოს შეთანხმება ჩვენი მთავარი იარაღია საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან ურთიერთობისას – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა რესურსი აქვს საქართველოს მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ.

როგორც მინისტრმა “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა, ყველა პოლიტიკური ხასიათის პრობლემა, რაც დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს, ცივილიზებული სამყაროს მიერაა შექმნილი.

“საქართველოს სახელმწიფო რესურსი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აშკარაა და ზედაპირზე დევს. ეს არის ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ველოდებით. საქართველო იყო, არის, რჩება ერთ-ერთ მთავარ თემად დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთიერთობებში, მოლაპარაკებებში და ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ხდება ამ საუბრებისა და დიალოგის ნაწილი. პრობლემები, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, შექმნილია ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, მათ შორის, გულისხმობს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების დაცვასაც. ბუნებრივია, რომ ეს არის მთავარი იარაღი, მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების ხელშია, ქართული საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სახელმწიფოს სასარგებლოს მოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები