თეა წულუკიანი: რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, არის მცოცავი ანექსია

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტი რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად შეაფასა.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა განუცხადა, რაც არ უნდა სურდეს ეს საოკუპაციო რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს დესტაბილიზაცია. ქვეყანაში არ იქნება ომი და საქართველოში არ მოხდება ის, რაც 2008 წელს მოხდა. „რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, პოლიტიკური ბრძოლა რუსეთთან გაგრძელდება და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ ჭრილში. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, არის მცოცავი ანექსია“,- დასძინა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები