პრეზიდენტი: მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ ქართულ მიწაზე

„მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ ქართულ მიწაზე“,- აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ურთულეს ვითარებაში ყველა ქართული ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კორდინაციის გზით დაეძლია ეს სირთულეები, ასე იქნება მომავალშიც.
„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და, ბუნებრივია, ჩემთვისაც, მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ ქართულ მიწაზე. განსაკუთრებით ეს მიუღებელია, როდესაც ასეთი ზოლი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მინდა გავახსენო ყველას, რომ ურთულეს ვითარებაში ყველა ქართული ხელისუფლება ახერხებდა პარტნიორებთან ახლო კორდინაციის გზით დაეძლია ეს სირთულეები. ასე იქნება მომავალშიც და საქართველოს ფუქნცია როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტურად ვავითარებთ, არ იქნება დაკნინებული და კიდევ უფრო გაძლლიერდება მომავალში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. სხდომას უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელიც დაესწრო და არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხზე უშიშროების სხდომაც გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები