რიჩარდ ნორლანდი რუსეთის მესაზღვრეების მიერ ბანერების დამონტაჟების ფაქტს საქართველოს დამცირებად აღიქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნული საქართველოს დამცირებად და პროვოკაციად შეაფასა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, არ იცვლება არაფერი, გრძელდება ისევ ის, რაც აქამდე ხდებოდა.
ელჩი ამბობს, რომ აუცილებელია საკითხების მოგვარება მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდეს. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკა და საერთშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“ერთი მხრივ, არ იცვლება არაფერი, გრძელდება ისევ ის, რაც აქამდე ხდებოდა. მეორე მხრივ, ეს არის გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისკენ. აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია უცვლელი რჩება, ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდეს,”- აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
ცნობისთვის: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები