შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მედიატური გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორისა (შილდა) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სადგურ ,,ჩაქვის“ ტერიტორიაზე მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გამართა.
მედიატურში ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჟურნალისტებისთის გაიმართა პრეზენტაცია შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურის შესახებ, საიდანაც უწყების დასრულებულ, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს გაეცნენ. მედიატურის ჩატარების მიზანს ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა და სასაზღვრო პოლიციის მუშაობის შესახებ რეალური სურათის შექმნა წარმოადგენდა.